Wednesday, February 11, 2009

giorgi qamuSaZe




ჩემს დიდ ბაბუას, მიხეილ ქამუშაძეს, დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ჰყოლოდა შვილთაშვილი,რომლის სახელი იქნებოდა გიორგი, წმ. გიორგის საპატივცემულოდ. ჩემი დიდი ბაბუა ძალიან განათლებული და საპატივცემულო კაცი იყო მთელ საჩხერის რაიონში. იგი მუშაობდა მთავარ ბუღალტრად "ჭიათურ-მარგანმშენში", მისი მეუღლე ანუ ჩემი დიდი ბებია იყო დამსახურებული პედაგოგი (რუსული ენის მასწავლებელი). ჩემთვის საამაყოა მათი სახელების გახსენება. დღესაც კი, დიდი პატივისცემით მოიხსენიებენ მათ ნაცნობები.
აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრებაში სახელის მოხვეჭას და მითუმეტეს თუ გქვია ისეთი სახელი, როგორიცაა გიორგი.
ეს არის სახელი სიწმინდის, სიძლიერის, სიმტკიცის, უფლის დიდების. წმ გიორგი, ხომ კაბადოკიელი იყო, ბიძაშვილი წმ. ნინო ქართველთ განმანათლებლისა. მან თავისი სიმტკიცით გაუძლო ყველანაირ წამებას უფლის სადიდებლად.
უამრავი ტაძარი აიგო წმ.გიორგის სახელობის. ამ სახელის ტარება საამაყო და საკმაოდ საპასუხისმგებლოა ღვთისა და ერის წინაშე.
ჩემმა მშობლებმა ჩემი სახელი, რათქმაუნდა წმ. გიორგის საპატივსაცემულოდ და ამავე დროს დიდი ბაბუის სურვილი გამო დამარქვეს.
მე ძალიან მომწონს ჩემი სახელი, იგი ხომ წმინდანის სახელია და უამრავ ადამიანს ჰქვია. ეს სახელი საამაყოა, რადგან არის სიძლიერის, სიმტკიცის, უფლის დიდების მიმანიშნებელი. ამიტომ ჩემი ვალია ვიყო ძალიან კარგი გიორგი.


წმინდა გიორგი




წმინდა გიორგი იყო კაბადოკიელი, ბიძაშვილი წმ. ნინო ქართველთ განმანათლებლისა. ის იყო ქრისტიანი მშობლების შვილი, ღზრდილი კეთილ მსახურებაში და ღვთის მოშიშებაში.
ქრისტეს სარწმუნოებისათვის მან უარყო წუთისოფლის დიდება, დასტოვა სამსახური, გაყიდა თავის ქონება და დაურიგა გაჭირვებულებს, შეიმოსა უბრალოდ, წარსდგა მეფის და მსაჯულების წინ როცა მათ ჰქონდათ მსჯელობა ქრისტიანების ამწყვეტის თაობაზე და თამამდ და უშიშრად უთხრა მათ: "მე ქრისტიანი ვარ მეფეო, ამისთვის მინდობილი ვარ ღმერთსა ჭეშმარიტსა და მეუფესა ზეცათასა ქრისტესა, ვდგევარ თქვენს წინაშე და მიკვირს თქვენი ეგეთი შეცდომილება, რომ თქვენ კერპებს სცემთ თაყვანს და ვერ სცნობთ ჭეშმარიტ ღმერთშ, რომელმან შექმნა ყოველივე: ცა და ქვეყანა რომელმან დაგვბადა თქვენ და მოგცათ მეფობა ", როდესაც მეფის ერთგულმა ემგობარმა კითხა მას თუ ვინ იყო იგი, რომ ამდენს ბედავდა, მაშინ მან მიუგო: " პირველად ჩემი სახელი არის ქრისტიანე და კაცთა შორის მეწოდების გიორგი" მეფე დეოკლიტიანემ უტხრა მას: " მე გიცნობ შენ როგორც მხნეს და სიბრძნით შემკულს, ახლა დატოვე ქრისტიანობა და შესწირე მსხვერპლი ღმეთთა ჩვენთა, რომ ბოროტად არ მოკვდე" წმ. გიორგიმ უარი მიუგო მაშინ განრისხდა მეფე და ბრძანება გასცა მისი სასტიკი წამებისა. მრავალჯერადი წამებისას წმ. გიორგიმ მრავალი სასწაული მოახდინა განრისხებულმა მეფემ ბრძანა თავი მოეკვეთათ მისთვის. მხედრებმა მოჰკვეთეს მას წმინდა თავი და ესრეთ იქმნა წამება მისი.
ამჟამად წმ. გიორგის ნაწილები დაბრძანებული არის სამების ტაძარში, სადაც ხალხი მიდის მის სანახავად და ლოცულობს თავიაანთი სულის საცხონებლად. წმ. გიორგის სახელობის უამრავი ტაძარია აგებული საქართეველოში და მის ფარგლებს გარეთ. მრავალი ადამიანი ატარებს წმინდანის სახელს მეც მათ შორის ვარ. ვცდილობ ვიცხოვრო ისე როგორც შეეფერება ამ წმინდა სახელს. ყოველ კვირას დავდივარ წმ . გიორგის სახელობის ტაძარში, რომელიც მდებარეობს ვარკეთილში ჩემს სახლთან ახლოს.

No comments:

Post a Comment