Wednesday, February 11, 2009

ნინო მჭედლიშვილი


მე დავიბადე საქართველოს ულამაზეს დედაქალაქ თბილისში, მართმადიდებულ ქრისტიან ოჯახში. ჩემი მშობლების სურვილი იყო შვილებისთვის წმინდანების სახელები დაერქმიათ სწორედ, ამიტომ დამარქვეს ნინო.
ნინო. ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებული ქალის სახელია საქართველოში უძველესი დროიდან დღემდე. ნინო ერქვა ქართველთა განმანათლებელს, მოციქულთა სწორს, IV საუკუნეში. ამ სახელის ეტიმოლოგია დაუდგენელია. ზოგიერთის აზრის, შესაძლოა უკავშირდებოდეს ასირიული ნაყოფიერების ღვთაების სახელს ნინ-ს (მისგანვე მომდინარეობს ასირიის დედაქალაქის სახელწოდება ნინევია). ყოველ შემთხვევაში, ნინო ამ ფორმით მხოლოდ ქართველებში გვხვდება და ქართულ სახელს წარმოადგენს, მას არავითარი კავშირი არა აქვს ევროპულ ენათა ნინა-სთან, რომელიც ანინა, კატარინა, ჯოვანინა და სხვა მისთანა სახელთა შემოკლებით არის მიღებული. ნინოს მოფერებითი ფორმებია: ნინიკო, ნინუცა, ნუცა, ნუციკო. მისგან ნაწარმოებია გვარი ნინოშვილი.
მე წმინდა ნინოს საპატივსაცემულოდ დამარქვეს ნინო. ადამიანის რომელმაც 16 წლის ასაკში კაბადოკიიდან საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა, ხოლო წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი, ჩვენი ქვეყნის ერთერთი დიდი სიწმინდეა. ჩემს მშობლებს სჯერათ რომ მე ყოველთვის დამიცავს წმინდა ნინოს ჯვრის მადლი. მე ვამაყობ ჩემი სახელით და ვცდილობ ღირსეულად ვატარო იგი.
ქართული ცეკვები თეატრალიზებული გახადეს კლსიკური ბალეტის სიმაღლემდე აიყვანეს საქართველოს ქართული-ხალხური ცეკვის დამსახურებული ანსამბლის ხელმძღვანელებმა ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა. 1945 წ. ჩაეყარა საფუძველი ანსამბლის შექმნას ,რომელსაც დღესაც აღტაცებაში მოჰყავს მსოფლიო.
ცეკვების დადგმა ილიკო სუხიშვილმა ითავა, ხოლო რეპეტიციებს ატარებდა ნინო რამიშვილი. იგი უბადლო იყო ვაჟკაცური ცეკვების დადგმაში. მის მიერ შესრულებული ცეკვა "ჯეირანი" ოქროს ფონდშია შესული, ხოლო თვით ნინო რამიშვილი "ცეკვის ჯადოქრად" აღიარეს.
აი რას წერდნენ მასზე:
დიახ, ის მიწაზე მოსიარულე ქალღმერთი გახლდათ.
ქალი-სტიქიის დედოფალი,ნამდვილი სასწაულ-მოქმედი...
ქალი-ჯადოქრული,ამოუხსნელი ქიმერა...
ქალი - საქართველოს სიამაყე...
ქალი- სცენის ზღაპრული ნათლის თვალი...
ქალი, რომლის ღირსებაც ვერასგზით ვერ აიწონება.
მთელმა მსოფლიომ აღიარა "ქართული ბალეტი", როგორც შინაარსიანი, დარბაისლური, რაინდული, განსაცვიფრებული სანახაობა.

No comments:

Post a Comment