Wednesday, February 11, 2009

მარიამ მათეშვილი

მე დავიბადე, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხე_კახეთში,კერძოდ სიღნაღში:






მე მქვია მარიამი. ჩემმა მშობლებმა ეს სახელი დამარქვეს, იმიტომ რომ დავიბადე 7 იანვარს, შობა დღეს. ღვთისმშობლის საპატივსაცემლოდ. სახელი მარიამი ძველ ებრაულია და მოეპოვება რამოდენიმე განმარტება:
1. "შეუპოვარი" , "დაუმორჩილებელი", "უარმყოფელი"
2."მწარე"
3."ქალბატონი"
4."საყვარელი უფლისა"
მარიამი ერქვა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს, რომლის წილხვედრიც არის საქართველო. ბუნებრივია, რომ სახელი უძველესი დროიდანვე ხშირად გვხვდება ქართულ წერილობით წყაროებში. მარიამის მოფერებითი ფორმებია ქართულში: მარო, მარიკო, მაიკო, მაშო, მაშიკო. ასეთი საალერსო ფორმები სხვა ენებიდანაც არის შემოსული: მარი, მარიკა, მარუსია. გვხვდება ამ ფუძიდან ნაწარმოები გვარებიც: მარიამიძე, მარიამული.
ჩემს ოჯახში ჩემამდე ეს სახელი არავის რქმევია.
მთელს მსოფლიოში სახელი მარიამი ძალაინ არის გავრცელებული და უამრავ ცნობილ ადამიანს ჰქვია. პირველ რიგში კი ღვთისმშობელს. საქართველოში ძალიან ბევრი ტაძარია მარიამის სახელობის,თითქმის ყველა კუთხეში.







ასევე საქართველოში არის ღვთისმშობლის კვართი : ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფელის შესახებ ქრისტიანულმა სამყარომ სულ 10-15 წლის წინ არაფერი იცოდა. ეს სასწაულის ტოლფასი საიდუმლო ზუგდიდში გაცხადდა:




ღვთისმშობლის კვართი მისივე წილხვდომილ ქვეყანაში, კერძოდ, ზუგდიდის დადიანების სასახლის კედლებში ესვენა. საბჭოთა დიქტატურის მარცხის შემდეგ ეს ამბავი პირველად საზოგადოებას აუწყა საგანძურის მცველმა ლილი ბერაიამ.

საქართველოში უამრავ დედოფალს ერქვა მარიამი. ასევე ცნობილია იაპონელი მწერალი მორი მარი. შოტლანდიის დედოფალი მარი II.



საქართველოში არის ქალთა კავშირი "მარიამი" რომლის დანიშნულებაა: ქალთა კავშირი მარიამი არის არა პოლიტიკური, არა სამთავრობო, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ვეტერან, ინვალიდ და მარტოხელა ქალთა დახმარება.
კავშირში გაწევრიანებულია 1200-ზე მეტი ქალი.
კავშირის დაფუძნებას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება და თანადგომა დაედო საფუძვლად. კავშირი იშვიათი გამონაკლისის გარდა, საკუთარი ძალებით ეწევა მისი წევრების დახმარებას, რაც ძირითადად მასში გაერთიანებული პედაგოგების, იურისტების და სხვა სპეციალისტების მეშვეობით უსასყიდლოდ ხდება. მათი დახმარება ძირითადად უფასო სამედიცინო მომსახურებით, დამატებითი უფასო სასწავლო საათებით და ასევე უფასო კონსულტაციებით გამოიტანება. კავშირი მფარველობს თავის წევრთა 100-მდე განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვს, მრავალშვილიანი დედების ავადმყოფ შვილებს, თავისი წევრებს ინვალიდ ბავშვებს და 140-მდე დიაბეტიან ბავშვს.

კავშირი ცდილობს დაამყაროს ურთიერთობები, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციებთან, ფონდებთან, რათა მონაწილეობა მიიღოს მათ პროგრამებსა და პროექტებში.
ორგანიზაციას აქვს რეგიონალური განყოფილებები, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში.

ჩრდილოეთ მესოპოტამიაში არის უძველესი ქალაქ-სახელმწიფო, რომელსაც ჰქვია "მარი". ასევე თურქმანეთშიც არის ქალაქი " მარი".

მსოფლიოში ცნობილი ფილმია "ჯონი და მარი" და ბავშვებისთვის საყვარელი ფილმი : "My Beautiful girl, MARI"



მე ვამაყობ იმით რო მქვია ასეთი შესანიშნავი სახელი, და ვცდილობ ვიცხოვრო ისე , რომ არ შევარცხვინო ჩემი სახელი.

No comments:

Post a Comment